ხელოსანი გამოძახებით

ონკანი წვეთავს, როზეტი არ მუშაობს, ქვაბი გაჩერდა. ხელოსანს ერთი ზარით გამოიძახებთ: ყველაფერს ერთი გუნდი აკეთებს, თბილისსა და მის შემოგარენში. ყოველდღე, 10:00–23:00.

500+შესრულებული სამუშაო

ჩვენი სერვისები

აქ მოცემული ფასები საორიენტაციოა. ტელეფონით რჩევა არაფერი ღირს. თუ რამე შესაკეთებელია, ჩამოვდივართ და ვათვალიერებთ. ეს 40 ლარია, თავად შეკეთების ფასს კი მაშინ ვამბობთ, როცა მიზეზი გასაგებია.

511 29 29 34

გათბობა და გაზი

ქვაბის ხელოსანი: შეკეთება და მონტაჟი →

წყალი და სანტექნიკა

სანტექნიკოსი თბილისში →

ელექტროობა და ტექნიკა

ელექტრიკოსი თბილისში →კონდიციონერის მონტაჟი →

ავტოსერვისი

ავტოელექტრიკოსი გამოძახებით →

სხვა სერვისები

მარმარილოს გაპრიალება და რესტავრაცია →კარის საკეტის შეკეთება და შეცვლა →თუნუქის სახურავის შეკეთება →

როგორ ვმუშაობთ

გვითხარით, რა მოხდა. შემდეგ ნაბიჯს ერთად გადავწყვეტთ.

  1. 01

    დაგვიკავშირდით

    დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ და აღწერეთ პრობლემა. ტელეფონით რჩევა უფასოა.

  2. 02

    ვაფასებთ სამუშაოს

    ხელოსანი მოდის, ათვალიერებს მოწყობილობას და არკვევს, რა არის გასაკეთებელი. შეკეთებისას ეს ვიზიტი დიაგნოსტიკით 40 ლარი ღირს.

  3. 03

    ვასრულებთ სამუშაოს

    ამის შემდეგ ვასრულებთ მონტაჟს ან შეკეთებას.

ჩვენ შესახებ

Uniserv იღებს იმ საქმეებს, რომლებსაც ჩვეულებრივ რამდენიმე ხელოსანი სჭირდება: გათბობისა და გაზის მოწყობილობების მონტაჟი და შეკეთება, სანტექნიკა, ელექტროობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაყენება. თითოეული საქმისთვის ცალკე სპეციალისტის ძებნა აღარ მოგიწევთ. ერთი ზარი, და დანარჩენი მარტივი და გასაგებია.

  • რამდენიმე პროფესია, ერთი ნომერი
  • საორიენტაციო ფასები პირდაპირ საიტზე
  • უფასო რჩევა ტელეფონით ან მესენჯერით

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ხელოსნის გამოძახება?

ტელეფონით რჩევა უფასოა. თუ რამე შესაკეთებელია, ხელოსნის ვიზიტი დიაგნოსტიკით 40 ლარი ღირს, შეკეთების ფასს კი დიაგნოსტიკის შემდეგ გეტყვით. მონტაჟის ფასები სერვისების ჩამონათვალშია.

სად მუშაობთ?

ხელოსანი მოდის აქ: თბილისი, რუსთავი, მცხეთა, საგურამო, წყნეთი, კოჯორი, წავკისი, შინდისი, კიკეთი, სოფელი ლისი.

როდის შეიძლება დარეკვა?

ყოველდღე, 10:00–23:00.

რა სამუშაოებს აკეთებთ?

გათბობის ქვაბის, კალონკის, კარმისა და გაზქურის მონტაჟსა და შეკეთებას, სანტექნიკას, ელექტროობას, კონდიციონერისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მონტაჟს. სრული ჩამონათვალი ფასებით სერვისების განყოფილებაშია.

როგორ დაგიკავშირდეთ?

დაგვირეკეთ ნომერზე 511 29 29 34 ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე იმავე ნომერზე.

მზად ვართ, დაგეხმაროთ

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ. ფასს დავაზუსტებთ და ვიზიტის დროს შევარჩევთ.

  • ყოველდღე, 10:00–23:00
  • რაფაელ აგლაძის ქუჩა 15, თბილისი
  • მომსახურების არეალი: თბილისი, რუსთავი, მცხეთა, საგურამო, წყნეთი, კოჯორი, წავკისი, შინდისი, კიკეთი, სოფელი ლისი
511 29 29 34